ახალი ამბები
ქუთაისში, 12 ოქტომბერს მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
FaceBook
2018 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისში, 13 ქუჩის მცოხვრებლებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.

კერძოდ,  წყალმომარაგება  შემდეგ ქუჩებზე:  ავტომშენებლის 1-40 ჩათვლით,  ზ. ჭავჭავაძეს, ბუკიას, ჩხობაძეს,  ც. დადიანის #6,  9 აპრილის,  კ. მესხის,  ლეჟავას# 9,  ბელინსკის,  მუსხელიშვილის, გრ. ფერაძის,  ტოლსტოის და ცახელის ქუჩებზე შეწყდება.

"N 11-13 შორის დ-225 მმ პოლიეთილენის წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული ადგილის აღსადგენი სამუშაოები მიმდინარეობს," – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში. 

წყალმომარაგების კომპანიის პრესცენტრის ცნობით, მოსახლეობას წყლის მიწოდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარების გამო  08:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება.






Print