ახალი ამბები
იეჰოვას მოწმეებმა თერჯოლის გამგეობას სასამართლოში პროცესი მოუგეს
FaceBook
სასამართლოს გადაწყვეტილებით თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებს სამლოცველო სახლის მშენებლობის უფლება ეძლევათ.


იეჰოვას მოწმეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებს სამლოცველო სახლის მშენებლობის უფლება ეძლევათ.
თერჯოლის ცენტრში ოთხი ძმების პირველ შესახვევში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს აშენებას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი სერიოზული დაპირისპირების საშიშროებაზე საუბრობენ და დაპირისპირების აცილების გზას მშენებლობის სხვაგან, გარეუბანში გადატანაში ხედავენ. თავის მხრივ იეჰოვას მოწმეები საკითხის მოგვარებას სამართლებრივი გზით ცდილობენ. თერჯოლის გამგეობის გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ, იეჰოვას მოწმეები სასამართლოში დაუპირისპირდნენ. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
თერჯოლის გამგეობას იეჰოვას მოწმეების მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაეკისრა.

ეკა კუხალაშვილი

Print