ახალი ამბები
ქუთაისიდან ვენის მიმართულებით Wizz Air-ი პირდაპირ ფრენებს იწყებს
FaceBook
11 ოქტომბრიდან უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა გაიმართება.
Print