ახალი ამბები
რა ხდება ქუთაისელი მხატვრის სახელოსნოში და რას იხილავთ არჩევნების შემდეგ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისელი მხატვარი ლევან გოგიტიძე პოლიტიკოსების პორტრეტებს, რომელთაც ამჟამად ხატავს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოფენს.

მხატვრის სახელოსნოში ერთმანეთის გვერდიგვერდ ნახავთ დახატულ კახა კალაძეს, ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ზვიად გამსახურდს, გრიგოლ ვაშაძეს, სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ედუარდ შევარდნაძეს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა ბახტაძეს, შალვა ნათელაშვილს, გიგა ბოკერიას. მათ რიგებშია ასევე, ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია.

მხატვარი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების პორტრეტების გამოფენა იმ აჟიოტაჟის პასუხი იქნება, რომელიც იტალიაში, ქუთაისის მერის პორტრეტის დახატვას მოჰყვა.



"როცა პორტრეტს ხატავ, ხედავ პერსონაჟს და არა თანამდებობის პირს," - ამბობს გოგიტიძე.

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული ვორქშოპის დახურვას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერებიც დაესწრნენ.

დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა.
ისინი ვორქშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა.

აღნიშნული ღონისძიება იტალიის ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.

ამავე თემაზე:

"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ

იტალიაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა



Print