ახალი ამბები
ათასობით დახარჯული ლარი იტალიაში ვორკშოპზე მივლინებული ქუთაისელი ჩინოსნებისთვის
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ოთხი წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯმა 7000 ლარი შეადგინა.

აქედან, მათივე ცნობით, სატრანსპორტო მომსახურებაზე 4 800 ლარი დაიხარჯა.

"დანარჩენი თანხა გაცემულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის 211 დადგენილების მე-3 მუხლის მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად, სადაც წერია რომ მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში,", - განმარტავენ მერიაში.

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერიის ოთხი წარმომადგენლი და 20 ქუთაისელი მხატვარი იქ გამართული ვორკშოპის გამო იყვნენ. აღნიშნული ღონისძიება კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა, რაც საზოგადოების მხრიდან ქილიკის მიზეზი გახდა.

დღეს ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლმა, გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ იტალიაში ვიზიტის დროს მერიიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის არმიწოდების გამო სასამართლოში სარჩელი შეჰქონდა.


ამავე თემაზე:

იტალიაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა

"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის

რა ხარჯები დააფინანსა ქუთაისის მერიამ იტალიაში მხატვრების ვორკშოპისთვის
Print