ახალი ამბები
რა ხარჯები დააფინანსა ქუთაისის მერიამ იტალიაში მხატვრების ვორკშოპისთვის
FaceBook
ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიაში გამართულ მხატვრების ვორკშოპზე მერიიდან მხოლოდ ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი დაფინანსდა.

თუმცა, შორენა ხუხუა ვერ ასახელებს თანხას, რაც იტალიის ქალაქ კოზენცაში მათ ვიზიტს მოხმარდა.

"თანხას ვერ გეტყვით, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია. მიმართეთ ისეთ სამსახურს, რომელსაც ეკუთვნის ეს", - ამბობს შორენა ხუხუა.

რაც შეეხება ვორქშოპში მონაწილე ქუთაისელი მხატვრებისთვის გადასარიცხ თანხას, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში იყო გაწერილი, შორენა ხუხუას თქმით, მას ქალაქ კოზენცას მერია ანაზღაურებს.

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერიის ოთხი წარმომადგენლი და 20 ქუთაისელი მხატვარი იქ გამართული ვორკშოპის გამო იყვნენ. აღნიშნული ღონისძიება კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა, რაც საზოგადოების მხრიდან ქილიკის მიზეზი გახდა.

იტალიაში ვიზიტის დროს მერიიდან დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის არმიწოდების გამო "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის.

ინფორმაცი ხარჯების შესახებ "ქუთაისიპოსტმაც" გამოითხოვა, რომელსაც პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ. 

ამავე თემაზე:

"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ

იტალიაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა


"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის
Print