ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია მერიას იტალიის ქალაქ კოზენცაში მივლინების ხარჯების შესახებ ინფორმაციის არ მიწოდების გამო სასამართლოში უჩივის.

პარტიის წარმომადგენელი, გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერიისგან საჯარო ინფორმაცია 11 სექტემბერს გამოითხოვა, სადაც ბიუჯეტიდან მივლინების თანხის დასახელებას ითხოვდა. პასუხი, მისი თქმით, დღემდე არ მიუღია.

"მაქვს ეჭვი, რომ მგზავრობის, ყოველდღიური ხარჯის და საჩუქრების თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ამიტომ, საიას დახმარებით მერიას სასამართლოში ვუჩივით", - ამბობს გიგა შუშანია.

მერიის პრესსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას მოიკვლევენ.

იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერიის წარმომადგენლები და ქუთაისელი მხატვრები იქ გამართული ვორკშოპის გამო იყვნენ. აღნიშნული ღონისძიება იტალიის ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა, რაც საზოგადოების მხრიდან ქილიკის მიზეზი გახდა.

ამავე თემაზე:

"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ

იტალიაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა
Print