ახალი ამბები
როდის შეწყდება ძლიერი ქარი ქუთაისში - უახლოესი პროგნოზი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ქარი დღეს შესუსტებისკენ დაიწყებს სვლას და ღამის საათებში ჩადგება.
"მთლიანი ჩადგომა საღამოსაა მოსალოდნელი. ამ კვირის განმავლობაში იმერეთსა დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ქარი მოსალოდნელი არ არის", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 13 ოქტომბრის ღამეს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-15 გრადუსი იქნება. 

Print