ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო სათაფლიის აღკვეთილში ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია
FaceBook
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლიას აღკვეთილში ძლიერი ქარის გამო დილიდან ვიზიტორთა მიღება შეჩერებულია. 

სააგენტოს ცნობით, ბილიკებზე ჩამოცვენილია ხის მოტეხილი ტოტები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ვიზიტორთა მიღება განახლდება სამუშაოების დასრულების შემდეგ.
Print