ახალი ამბები
უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება
FaceBook
ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება.
შეიცვლება დაზიანებული სახურავი, იატაკი. განახლდება შენობის კედლები, კიბის საფეხურები და მოაჯირები.

მუზეუმის კეთილმოწყობისთვის 46 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამუშაოებს შპს "კოლხა 2014" ახორციელებს.

რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტის უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლების ფოტოკოლექცია, ასევ პირადი ბიბლიოთეკაა დაცული.

უშანგი ჩხეიძის სახლს, სახლ - მუზეუმის სტატუსი 1985 წელს მიენიჭა.

Print