ახალი ამბები
ქუთაისში დრიფტ-შოუ ჩატარდება, გამოვლინდება 12 გამარჯვებული
FaceBook
ქუთაისში, 14 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ფინალური წყილთა ავტორბოლა ჩატარდება.

დრიფტ შოუში მონაწილეობას 50-მდე ავტომობილი მიიღებს. პროფესიონალ მრბოლელთა შორის იქნებიან მოყვარულებიც. 

ფინალური წყილთა რბოლა ქუთაისში ჭავჭავაძის ხიდის ქვემოთ ტერიტორიაზე, დღის 11 საათიდან დაიწყება.

წყვილთა რბოლის ორგანიზატორი ავტო-მოტო კლუბი იმერეთია.

კლუბის წარმომადგენლების ცნობით,  წყვილთა რბოლა განსხვავებული და სანახაობრივი იქნება, რადგან დრიფტ შოუსთან ერთად, მოტოშოუც გაიმართება. 

"მონაწილეობა შეეძლება ყველა ავტო მოყვარულს, ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა. ასევე, ჩამოვლენ საქართველოს წამყვანი და პროფესიონალი დრიფტერები და ბაიკერები, მათ შორის წარმოდგენილი იქნება ე.წ. ლეგენდ ქარიც, რომელიც ამ დრომდე არასოდეს ყოფილა ქუთაისში," - განაცხადა ავტო-მოტო კლუბ იმერეთის პრეზიდენტმა ნიკა სვანიძემ.

წყვილთა რბოლაში 12 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდებიან.

წყვილთა შორის რბოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ ავტო-მოტო კლუბის წარმომადგენელს შემდეგ ნომერზე: 599143724

დრიფ შოუ ქუთაისში პირველად 2013 წელს ჩატარდა.
Print
თეგები: #დრიფტშოუ