ახალი ამბები
როგორი ავტომობილებით დადიოდნენ მეორე მსოფლიო ომამდე (ფოტო)
FaceBook
წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების გამოფენა მოეწყო.

კლასიკური ავტომობილების ტურის  ფარგლებში, მუნიციპალიტეტში პირველად 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60 -მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩავიდა.




"მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების ნახვა ავტომოყვარულებისათვის უნიკალური შესაძლებლობაა. მეორეს მხრივ, კურორტ წყალტუბოში ბევრი გამორჩეული არქიტექტურული შენობა ვნახეთ. სულ 2000 კილომეტრი უნდა დავფაროთ და მიხარია, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვმოგზაურობთ," - განაცხადა ავტორბოლის ორგანიზატორმა ბარაქ კლანკმა.

ავტოტურის ორგანიზატორების ინფორმაიცითვე, ისინი გეზს  ხვალიდან  სვანეთისკენ აიღებენ.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის სალომე ქუთათელაძის თქმით, მსგავსი ტურები ხელს უწყობს კურორტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.

კლასიკური ავტომობილების ტური 2 ოქტომბერს თბილისიდან დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება, მონაწილეები საქართველოს 7 რეგიონში იმოგზაურებენ. 

Print