ახალი ამბები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს
FaceBook
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სულ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 58 ფაქტი დაფიქსირდა, გურიაში - 3, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 1 ფაქტი, შიდა ქართლში - 20, ქვემო ქართლის მასშტაბით - 24 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,900 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print