ახალი ამბები
ქუთაისში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის შემცველობა გაზომეს
FaceBook
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის გაზომვა საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა.
ავტომატური სადგურების საშუალებით რვა დამაბინძურებელი ნივთიერების რაოდენობა გაიზომა ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში.
მონიტორინგის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციებმა 1.2-ჯერ გადააჭარბა საშუალო წლიურ ნორმას ქუთაისში, ხოლო ბათუმში 1.1-ჯერ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს მომავალშიც გააგრძელებს.


Print