ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 6 ოქტომბრიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთ ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთის უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში იწვიმებს.

"დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 20 გრადუსი იქნება. ექვსი ოქტომბრიდან ამინდი გაუმჯობესდება, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9 ოქტომბრიდან 13-ის ჩათვლით 25-დან 27 გრადუსამდე მოიმატებს. 7 და 8 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულებით ქარის გაძლიერება.
Print