ახალი ამბები
"ეს იყო ჯგუფური თავდასხმა ჩემზე" - უკლება საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია უკლება მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ობიექტურ დასრულებას ელოდება.
მისი თქმით,  10 დღის წინ საკრებულოს სხდომის დაწყებმადე მასზე თავდსხმას წინ უძღოდა გაფრთხილება, რომ ის ყოფილიყო ლოიალური ქუთაისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.

"და როცა ეს არ გავითვალისწინე, მის მერე მოხდა ჩემზე თავდასხმა. ეს იყო ჯგუფური თავდასხმა ჩემზე და პირადი ურთიერთობა, გარდა კოლეგიალურისა, მათთან არ მქონია", - ამბობს გია უკლება. მისივე თქმით,  იყო მუქარები სოციალურ ქსელშიც.

ის იმედს იტოვებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა დამნაშავე პირები შესაბამისად დაისჯებიან.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე 19 სექტემბერს,  უკლებასა და "ქართული ოცნების" დეპუტატს, იმედა საღინაძეს შორის მოხდა.
დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა.

უკლებას ცემაში საკრებულოს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ჩხუბში მონაწილეობდა და დეპუტატს სახის არეში სცემდა "ქართული ოცნების" წევრები - ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, კახა ბოჭორიშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print