ახალი ამბები
17 ივლისს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
17 ივლისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაითიშება მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქუთაისის ნაწილს.

110/35/6 კვ ქვესადგურში "ქუთაისი 5" დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ახალგაზრდობის გამზირს და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 3000 აბონენტს.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო პრო-ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში.
Print