ახალი ამბები
ქუთაისში თეთრ ხიდის რეაბილიტაციისას ნარჩენები მდინარეში ჩაყარეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ძველი ხიდის ნარჩენები მდინარეში ჩაყარა.
ამ დროისთვის მდინარის დონე დაწეულია, რის გამოც ნარჩენები ქვებზე ყრია.

ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია ამ დრომდე დანაგვიანებულია.



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ეს ჩვეულებრივი პროცესია. აცხადებენ, რომ მდინარე ნაწილობრივ დასუფთავებულია და მისი ბოლომდე გაწმენდა სამუშაოების დასრულების შემდეგ თავად კომპანიის მიერ მოხდება.
Print