ახალი ამბები
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სამბოში მშრალი შიმშილობა დაიწყო
FaceBook
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სამბოში ბესო მიქელთაძემ პარლამენტის წინ მშრალი შიმშილობა დაიწყო.

ბესო მიქელთაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის გადაწყვეტილების გამო მიმართა.

"ხარჯების დაზოგვას იმიზეზებდნენ და ახლა, როგორც ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, 2 600 000 ლარით იზრდება პარლამენტის ხარჯები. ეს არის მდაბიო, პროვინციალური გადაწყვეტილება, რასაც უნდა შევეწინააღმდეგოთ.

მე თვითონ მაქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და მშრალი შიმშილისკენ ვერავის მოვუწოდებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა უნდა აღუდგეს წინ",- ამბობს ბესო მიქელთაძე. 

მსოფლიო ჩემპიონი ღამის გათენებას საკუთარ მანქანაში აპირებს და ამბობს, რომ შიმშილობას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობა მისცემს.
Print