ახალი ამბები
"ეს უბედურება პოლიტიკის გამო მოხდა" - საფიჩხიის სასფლაოზე მოკლული მამაკაცის დედა
FaceBook
საფიჩხიის სასაფლაოზე მოკლული მამაკაცის დედა ამბობს, რომ მეზობლებს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. ლამარა სოფრომაძის თქმით, მისი შვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, მეზობლის გაღიზიანება კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

"ეს უბედურება პოლიტიკის გამო მოხდა.ჩემს შვილს უთქვამს სააკაშვილიო, იმან ივანიშვილიო და ამაზე უკამათიათ ქუჩაში. მერე უთქვია ჩემი შვილისთვის წამოდი სასაფლაოზეო. წაუყვანია და ეხვეწებოდა თურმე ჩემი შვილი არ მესროლო ბიჭოო, ამან ესროლა და გაიქცა",  - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

ქუჩაში დაწყებულმა კამათმა სასაფლაოზე გადაინაცვლა, რა დროსაც დედის თქმით, მის შვილს ეჭვმიტანილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და გაიქცა. მეზობლების ინფორმაციით,ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდა.

შემთხვევა 30 სექტმბერს გამთენისას მოხდა. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print