ახალი ამბები
ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი გზის გადაკეტვით იმუქრება
FaceBook
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული,  სამტრედიელი  ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი,  თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი შვილის გარდაცვალების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
გარდაცვლილის მამა, გია ჩაჩუა ამბობს, რომ ოფიციალური ვერსია, იმის შესახებ, რომ მისი შვილი  ნასვამ მდგომარეობაში იყო, არის სუცრუე, რადგან მისი შვილი ალკოჰოლს არ სვამდა.

შვილმკვდარი მამა ამბობს,  რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი, თავდაცვის სამინისტროს 31 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად 10 დღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლით იმუქრება.

"მივმართავ თავდაცვის მინისტრს, ობიექტურად დაადგინოს  ჩემი შვილის გარდაცვალების მიზეზი. თუ 10 დღსი ვადაში ვერ მივიღებთ რეალურ პასუხებს,  გადაიკეტავთ თბილისი-სენაკის მაგისტრალს, დავიწყებთ შიმშილს და სამტრედიაში არჩევნები არ ჩატარდება. მთელი სამტრედია ფეხზე დგას და პირობას ვდებთ, რომ ჩავშლით არჩევნებს", - ამბობს  გია ჩაჩუა.

31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. 

Print