ახალი ამბები
საჩხერეში მიმდინარე პროექტებზე 714 777 ლარი დაიხარჯება
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემა, მოადგილეებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
საჩხერეში ამ ეტაპზე შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც რეგიონული განვითარების ფონდიდან 657 777 ლარია გამოყოფილი.
ქალაქში, ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მგზავრთა მოსაცდელების დამონტაჟების პროცესიც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 10 მოსაცდელი დაიდგმება, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ სხვიტორში კი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს და სასმელი წყლით 40 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდა. სოფელში წყალი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.
Print