ახალი ამბები
„ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს“-TI
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზესტაფონის მერიას მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომლის - იამზე მარაქველიძისა და ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე აღდგენისკენ მუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზესტაფონის მერიამ 2018 წლის 1 იანვრიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა წააგო და მუნიციპალიტეტს მათი დაუყონებლივი აღდგენა დაევალათ, თუმცა, მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რაც შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

"ზესტაფონის მერია დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოვუწოდებთ ზესტაფონის მერიას - აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები და დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირები სამსახურში. საქართველოს პროკურატურამ კი აწარმოოს დროული და ეფექტური გამოძიება და შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა" , - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზესტაფონის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უპასუხეს, რომ შესაბამისი თანამდებობები ვაკანტური აღარ არის.

Print