ახალი ამბები
მოდინახეს ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის მთლიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება გარეგანათებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით ხორციელდება.

მოდინახის აღდგენითი სამუშაოები ფონდი ,,ქართუ"-ს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

Print