ახალი ამბები
დახატული პოლიტიკოსები ქუთაისის მერის პორტრეტის შემქმნელისგან
FaceBook
მხატვარმა ლევან გოგიტიძემ ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის შემდეგ სხვა პოლიტკოსები დახატა და გამოფენის მოწყობაც დააანონსა.

ბოლო ერთ კვირაში მხატვრის ნამუშევრების სიას კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილი, ზვიად გამსახურდიას, გრიგოლ ვაშაძის, ნიკა გვარამია პორტრეტები შეემატა. ლევან გოგიტიძე ქუთაისიპოსტთან განმარტავს, რომ ეს არის პასუხი იტალიაში, ქუთაისის მერის პორტრეტის დახატვის გამო შექმნილ აჟიოტაჟზე.













მხატვრის თქმით, სულ 15-მდე პოლიტიკოსის დახატვას გეგმავს, რომლის შემდეგ საქველმოქმედო გამოფენა მოეწყობა.

"ერთი კვირის მანძილზე 8 პორტრეტი შევქმენი. პორტრეტები კიდევ დაიხატება. სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც იქნება მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები. ეს დასაწყისია, გამოფენის დრო გამოცხადდება, გელით ყველას. მთავარი არსი გამოფენის იქნება ქველმოქმედება," - ამბობს ლევან გოგიტიძე.

ამავე თემაზე:

"დეზინფორმაცია იყო სრული" - მხატვრები ქუთაისიდან განცხადებას ავრცელებენ

იტალიაში გამართულ გამოფენაზე ქუთაისის მერის პორტრეტი გამოიფინა
Print