ახალი ამბები
„ლეიბორისტულ პარტიაში“ პრეისკურანტსა და სახელშეკრულებო თანხას ვერ არჩევენ“ - ქუთაისის მერია
FaceBook
ქუთაისის მერია, "ლეიბორისტულ პარტიის" ბრალდებას, ავტომანქანების შეკეთებისთვის მილიონი ლარის დახარჯვის შესახებ პასუხობს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებული თანხა სინამდვილეში არის ე.წ. პრეისკურანტი და არა სახელშეკრულებო თანხა.

"სამწუხაროდ "ლეიბორისტული პარტიის" წევრები პრეისკურანტსა და სახელშეკრულებო თანხებს ვერ არჩევენ ერთამენთისგან. რაც შეეხება, გამოცხადებულ ტენდერებს და "თეგეტა მოტორსის" გამარჯვების საკითხს, ქუთაისის მერია ყველა ტენდერს აცხადებს დაფარული აუქციონის წესით, სადაც, ვინმეზე ტენდერის მორგების ალბათობა არის ნული", - აცახდებენ ქუთაისის მერიაში.

მერიის ინფორმაციით, სულ გამოცხადებულია 3 ტენდერი, რომელთა ჯამური ღირებულება 72 900 ლარია. მერიის განმარტებით, ხარჯვა ხდება არა პრეისკურანტის, არამედ სახელშეკრულებო თანხიდან.

მერიამ დღეს ტენდერების დოკუმენტებიც გაასაჯაროა. 

"დღეის მდგომარეობით დახარჯულია 39 000 ლარი",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისის მერის კორუფციაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამსონ გუგავას თქმით, მერიამ მიმდინარე წელს ავტომანქანების შეკეთებისთვის მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ოპოზიციური პარტია მერიასა და "თეგეტა მოტორსს" შორის გარიგებაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, სისტემატურად იგებს ტენდერებს.

Print