ახალი ამბები
"მილიონი ლარი ავტომანქანების შესაკეთებლად" - ქუთაისის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ
FaceBook
"ლეიბორისტული პარტია"   ადგილობრივი ორგანიზაცია ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს.   
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას თქმით, მერიამ მიმდინარე წელს ავტომანქანების შეკეთებისთვის მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ოპოზიციური პარტია მერიასა და "თეგეტა მოტირსს" შორის გარიგებაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, სისტემატურად იგებს ტენდერებს.

ოპოზიციური პარტია მერიის მიერ ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერებით დაინტერესებისკენ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს.

"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება ამით. ქუთაისის მერია არის კორუფციულ გარიგებაში იმ კომპანიასთან, რომელიც იგებს ამ ტენდერებს. თურმე,  მილიონი ლარი უჯდება მერიას მანქანების შეკეთება. თუ ასეთი გამოუსადეგარი მანქანები ყავთ, გაყიდონ ჯართად და ამ თანხით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მანქანები შეიძინონ", - ამბობს სამსონ გუგავა. 

ბრალდებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print