ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მესამედ მიმდინარეობს
FaceBook
მესამდე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნულ ნებართვებზე მეორე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა.

ქუთაისის მერიაში ამ დროისთვის სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსი უკვე მესამედ მიმდინარეობს. ორ ლოტად (#26, #50, #37) გამოცხადებულ კონკურსზე, ახალი ნებართვის მაძიებლების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია, 09:00 საათზე დაიწყება და 12:00 საათამდე გაგრძელდება.
აღნიშნულ ხაზებზე კონკურსის გამოცხადება მესამედ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნებართვებზე მეორე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა. მერიამ პირველად 18 ნებართვაგასულ ხაზზე კონკურსი 15 ლოტად გამოცხადა.

Print