ახალი ამბები
„ბოლო კილომეტრი“ - გიგა მაქარაშვილი ენგურის ხიდს უახლოვდება
FaceBook
გიგა მაქარაშვილი, რომელიც მეთოთხმეტე დღეა ენგურის ხიდისკენ ფეხით მიემართება, ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს უახლოვდება.
"ბოლო კილომეტრი", -  წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდისკენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად,  გიგა მაქარაშვილთან ერთად 50-მდე ადამიანი მიემართება, მათ ადგილზე სხვებიც ელოდებიან.

"ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ის, რომ მარტო არ ვარ, მარტო არ მივდივარ ენგურის ხიდზე. უამრავი ადამიანი მხვდება გზაში, ისეთი დიდი ემოციაა, დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ",-ამბობს გიგა მაქარაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

გიგა მაქარაშვილმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის გასაპროტესტებლად  თბილისიდან ფეხით მსვლელობა 14 სექტემებრს დაიწყო. მისი მიზანი ენგრის ხიდამდე ფეხით ჩასვლაა.  აბობს, რომ თაობები არ უნდა შეეჩვიონ ოკუპაციას და ამ ფორმით სხვებსაც მოუწოდებს გააქტიურებისკენ. 

Print