ახალი ამბები
ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში ქუთაისში ველოგარბენი მოეწყობა
FaceBook
28 სექტემბერს, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში ველოგარბენი მოეწყობა.
სპორტულ ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება უერთდება. ველოგარბენის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ველოგარბენი 16 სთ-ზე დაიწყება.

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში ქუტაისში რამდენიმე სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. 16 სთ-ზე ბალახვანში ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყობა შეჯიბრი ბადმინტონში. 17სთ-ზე კი ქუთაისელი სკეიტბორდერები საჩვენებელ პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში წარმოადგენე.

სპორტის კვირეულის აღნიშვნას, რომელიც ევროკომისიის ინიციატივით ხორციელდება, საქართველო წელს პირველად შეუერთდა. კვირეული მიზნად ევროპის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობისა და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციას ისახავს.

Print