ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ააიპ-ებში ტესტირების ბრძანება გამოსცა
FaceBook

ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%-75%-ს შეადგენს. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 100 შეადგენს.


ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების ააიპ გარეთიანების ფილიალებში ატესტაციის/ტესტირების ჩატარების შესახებ ბრაძანება უკვე გამოსცა. 
ბრძანება ქალაქის პირველი პირის მიერ მიმდინარე წლის
9 ივლისს არის გამოცემული. "ტესტი მოიცავს 50 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან ამ ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისად და 50 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან. ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს შესაბამისი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, სწორი პასუხების მინიმუმ 50%, მაქსიმუმ 75%-ის ფაგლებში", - ნათქვამია ტესტირების დანართში.

 

ბრძანების მიხედვით, ტესტის შეფასება მოხდება ქულათა სისტემით. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 100 შეადგენს.
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ორი კვირი წინ მერიის დაქვემდებარებულ ააიპ გარეთიენებებსა და ასევე, სხვა უწყებებში რეორგანიზაცია დაანონსა. ამ დროისთვის რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში უკვე დაწყებულია, რომელსაც საბავშო ბაღის ხელმძღვანალები აპროტესტებენ.
აღნიშნული რეორგანიზაციის გამო, ქუთაისელი "ნაციონალი" დეპუტატი სასამართლოს გზით გაპროტესტებას გეგმავს. ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განმარატებით, კი ბაღებში ოპტიმიზაცია გარდაუვალია. 

თეკლე მორგოშია

 

Print