ახალი ამბები
„სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება“ - თეთრ ხიდზე სამუშაოების დასრულების ვადამ მესამედ გადაიწია
FaceBook
ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დასრულების ვადამ მესამედ გადაიწია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

"არ მინდამოსახლეობა შევიყვანოთ შეცდომაში. ჩემი ვარაუდით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება სამუშაოები. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოკლე დროში დავასრულოთ რეაბილიტაცია და დამთავრდეს ამაზე სუაბარიც. კომპანიაც არის ამით დაინტერესებული, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერიცხება", - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსს" 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაავადა. რეაბილიტაციის დასრულების ზუსტ დროს მერია ვერც ამჯერად ასახელებს.



ამავე თემაზე:

"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის დასრულების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია

კომპანია, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, მერიამ დააჯარიმა

"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print