ახალი ამბები
საარჩევნო განვითარების სკოლა 2015 - ახალი პროექტი ქუთაისში ახალგაზრდებისთვის
FaceBook
ცესკოს , ევროსაბჭოს , საიას და ამერიკის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტი - "საარჩევნო გავნითარების სკოლა 2015" ქუთაისში უკვე სამი დღეა ხორციელდება.

პროექტში 17-25 წლამდე ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას. ისინი 10 დღის განმავლობაში შეისწავლიან საარჩევნო პროცესებს, ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას და ყველა ძირითად საკითხებს, რომელიც არჩევნებთან და არჩევნების ჩატარებასთან არის დაკავშირებული.
"იმდენად დიდი იყო დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან, რომ ჩვენ დავამატეთ კიდევ ორი ჯგუფი. ისინი ყველა ძირითად საკითხს შეისწავლიან, რომელიც აუცილებელია ადამიანმა იცოდეს არჩევნების შესახებ. კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი დიდია ინტერესი ახალგაზრდების მხრიდან,"-ამბობს საარჩევნო განვითარების სკოლის ტრენერი, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
საარჩევნო განვითარების სკოლის პირველ ჯგუფი 25 ახალგაზრდა სწავლობს, ძირითადად, სტუდენტები.
"ამ პროექტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე. პროექტი ძალიან საინტერესოა. ვსწავლობთ არა მხოლოდ ისტორიას არჩევნების შესახებ, არამედ ყველა იმ პროცედურას, რომლიც დაკავშირებულია ცესკოსთან. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, არჩევნების შესახებ ჩემი კომპეტენცია იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იყო ამ პროექტამდე," - ამბობს პროექტის მონაწილე სტუდენტი, ნიკოლოზ ჭანტურაია.
საარჩევნო განვითარების სკოლაში მეორე ეტაპი 27 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.
ბაია მიქაბერიძე

Print