ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა", საკრებულოს, პარლამენტის გადატანაზე განცხადების შემუშავებას სთხოვს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა"     საკრებულოს უმრავლესობას პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით განცხადების შემუშავებისკენ მოუწოდებს. ფრაქციიის  თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს მიმართა, რომ სწორედ დღევანდელ სხდომაზე შეიმუშაონ განცხადების ტექსტი.

"მოგმართავთ, არ დავასრულოთ ეს სხდომა ისე,რომ არ შევიმუშაოთ ეს მიმართვა და არ ვუთხრათ საზოგადოებას კიდევ ერთხელ,რომ პარლამენტი ქუთაისისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი",  - განაცხადა გიგა შუშანიამ.

დეპუტატის ინიციატივას  მხარი დაუჭირა საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა,მერაბ მეშველიანმა. ოპოზიციის მიმართვის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ საკითხს დღის წესრიგთან  ვერ დააკავშირებს და დეპუტატებს, სურვილის შემთხვევაში ,სხდომის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ ერთობლივი მიმართვა გააკეთონ.


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.




Print