ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ქვეწარმავალი იპოვეს
FaceBook
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოქალაქემ ქვეწარმავალი იპოვა.
გველი ფანჯარასთან, რკინის კონსტრუქციაზე იყო.

"3 თვეა ვიძახით გველი გვყავს კორპუსშიო, მაგრამ არ ესმის არავის და აჰა ბატონო, მეექვსე სართულზე ამოგვაკითხა და სანამ არ შეგვჭამს, არ აპირებს წასვლას. უცხოელ სტუმარს აკვარიუმიდან გამოპარული ეგონა და შეგვატყობინა, მიაქციეთ ყურადღება, არ დაიკარგოსო", - წერს მინდია ჩანქსელიანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკვე მიმართეს ქუთაისის მერიას, თუმცა, მერიაში განუცხადეს, რომ ქალაქს სპეციალური სამსახური არ ყავს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ეს ტერიტორია აგვისტოს ბოლოს შეწამლეს. 


Print
თეგები: #გველი