ახალი ამბები
"დავიწყებ მშრალ შიმშილს პარლამენტში" - მსოფლიო ჩემპიონის პროტესტი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
FaceBook
ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი და მსოფლიო ჩემპიონი ბესიკ მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.
ბესიკ მიქელთაძე ამ ფორმით ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას აპროტესტებს.

"სასესიო კვირაში დავიწყებ მშრალ შიმშილს პარლამენტის შენობაში!! დაე მოხდეს მოსახდენი!! ჩემი სიცოცხლე მოთხოვნის წილ!! მე კაცს, რომელმაც ვაჯობე ავ კიბოს და რომლისთვისაც ამ ტიპის შიმშილი რეალურად განაჩენის ტოლფასია, ჩემი ქალაქის ესეთი დაცინვას და აგდებას პირადად სიკვდილი მირჩევნია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებ საქართველოს პარლამენტს, წერილს ირაკლი კობახიძის სახელზე ჩავაბარებ მისაღებში. იმედია, უწყინარ პროტესტზე ხელს არ შემიშლიან და პრობლემებს არ შემიქმნიან, ეს სასაცილო იქნება, მით უმეტეს, მშრალ შიმშილზე", - წერს მიქელთაძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.


ამავე თემაზე:

“ეს ხაზს გადაუსვამს ქუთაისის მომავალს“-“ევროპული საქართველო" პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი"

პარლამენტის ქუთაისის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი,
შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება

"პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი" - გრიგოლ ვაშაძე

Print