ახალი ამბები
"სრული თავისუფლებაა" - ზესტაფონის მერიაში 8 დღიანი პროტესტი დასრულებულია
FaceBook
ზესტაფონის მერიაში 8 დღიანი შიმშილობა დასრულებულია. მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დღეს დილით სამსახურში მისულებს შენობის მიმდებარე ტერიტორია და მერის მისაღები თავისუფალი დახვდათ.

"ახლა აღარ არიან მოშიმშილეები, სრული თავისუფლებაა, დავალაგეთ მისაღები, დაზიანებულია რაღაცეები და ვცდილობთ, ცოტა მოვაწესრიგოთ აქაურობა", - ამბობს ზესტაფონის მერის ადმინისრაციის სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.

მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვდნენ. პროტეტის მონაწილეებს ბლოკირებული ჰქონდათ მერის კაბინეტი, რის გამოც, კახაბერ მახათაძე კაბინეტში ვერ შედიოდა.

"შეგნებულდ ვარიდებდით ყველანი თავს, მათ შორის მერიც. რადგან რაიმე სახის პროვოკაციას არ ქონოდა ადგილი", - განმარტავენ ზესტონის მერიაში.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს.

მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ.


მავე თემაზე:

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში


"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

Print