ახალი ამბები
ქუთაისის მერია სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსს მესამედ ჩაატარებს
FaceBook
მესამდე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნულ ნებართვებზე მეორე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა.


ქუთაისის მერია  სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვების გასაცემად კონკურსს მესამედ, ხვალ 16 ივლისს, ჩაატარებს. ორ ლოტად (#26, #50, #37) გამოცხადებულ კონკურსზე, ახალი ნებართვის მაძიებლების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია, 09:00 საათზე დაიწყება და 12:00 საათამდე გაგრძელდება.
აღნიშნულ ხაზებზე კონკურსის გამოცხადება მესამედ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნებართვებზე მეორე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდა.
მერიამ პირველად 18 ნებართვაგასულ ხაზზე კონკურსი 15 ლოტად გამოცხადა.

თეკლე მორგოშია
Print