ახალი ამბები
„იმერეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი, ამიტომ აუცილებელი იყო მესამე მოადგილე“- შავლეგო ტაბატაძე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა მესამე მოადგილედ ბესიკ გოფოძის დანიშვნაზე განმარტება გააკეთა.
შავლეგო ტაბატაძის თქმით, იმერეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი. სწორედ ამის გამო იყოს აუცილებელი გასულ წელს გაუქმებული მესამე შტატის აღდგენა.

"იმერთის რეგიონი არის ყველაზე დიდი, მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს. ამიტომ იყო ამის აუცილებლობა, რომ ეს თანამდებობა გაცოცხლებულიყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვენიშნა მესამე მოადგილე ფუნქციების ზუსტად გადანაწილებისა და უფრო ხარისხიანი შედეგის მისაღებად", - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

მისი თქმით, ბესიკ გოფოძეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, თავად შესთავაზა ამ პოზიციაზე მუშაობა.

იმერეთის გუბერნატორმა ახალი მოადგილე 24 სექტემბერს წარადგინა. მესამე ვიცე-გუბერნატორის შტატი გასულ წელს გაუქმდა, როცა, ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

Print