ახალი ამბები
“ეს ხაზს გადაუსვამს ქუთაისის მომავალს“-“ევროპული საქართველო" პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო"  ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხმაურება.
პარტიის სახელით დღეს განცხადება  ქუთაისში გიგი წერეთელმა გააკეთა.

"ქუთაისი საპარლამენტო სტატუსით გაიცნო მსოფლიომ, როგორც საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ.  როგორც ჩანს, ეს თავიდანვე იყო გადაწყვეტილი და ამიტომ არის ახლა საუბრები იმაზე რა მოგვიტანა პარლამენტმაო. თავიდანვე იმ განწყობით რომ ხარ პარლამენტი გადავაო, არც ინვესტორი ჩამოვა და არც სხვა იდეა განხორციელდება. ეს იქნება ხაზის გადასმა ქუთაისის მომავლისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი,  რომ ასე არ მოხდეს", - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.


ამავე თემაზე:

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი"

პარლამენტის ქუთაისის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი,
შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება

"პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი" - გრიგოლ ვაშაძე


Print