ახალი ამბები
„ოლიმპიკ არენა“ პარლამენტის ნაცვლად - იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა
FaceBook
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძე, პარლმანეტის თბილისში გადატანის შემთხვევაში, ქუთაისში არსებულ შენობის "ოლიმპიკ არენად" გადაკეთების ინიციატივით გამოდის.
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძე, პარლმანეტის თბილისში გადატანის შემთხვევაში, ქუთაისში არსებულ შენობის "ოლიმპიკ არენად" გადაკეთების ინიციატივით გამოდის. რევაზ რობაქიძის თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობა ძალიან ჰგავს ბაქოს "ოლომპიკ არენას" და სავსებით შესაძლებელია მისი სპორტული მიზნებისთვის გამოყენება.

"ვისაც ნანახი აქვს ,,ოლიმპიკ არენა" ბაქოში, იდენტური და მსგავსია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა. სწორედ ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ყოფნის პერიოდში გამიჩნდა მოსაზრება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემთხვევაში, შენობის შემდგომი დატვირთვა სპორტული მიმართულებით გაგრძელებულიყო, რადგან ქუთაისი ერთადერთი მიტოვებული ქალაქია, რომელსაც არ გააჩნია მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, საცურაო სპორტული კომპლექსი, საჩოგბუთო მოედნები და ამ დროს ქუთაისიდან საქართველოს რაოდენობრივად ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს",-წერს სოციალურ ქსელში იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძე.

მისი თქმით, შენობის ინფარსტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ განთავსდეს სპორტის მუზეუმი, სპორტკლუბების ოფისები, სასტუმროც კი.

რაც შეეხება შენობის მიმდებარე ტერიტორიას, მისი თქმით, აქ შესაძლებელია მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო და საფეხბურთო მინი - მოედნები.

"არსებული ტერიტორიის სივრცე იძლევა შესაძლებლობას აშენდეს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომლის აგებაც დაიგეგმა 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტიდან და სამწუხაროდ არ განხორციელდა",-წერს რევაზ რობაქიძე.

მისი თქმით, "ოლიმპიკ არენა" საერთაშორისო ტურნირებითა და შეჯიბრებბეით ფინანსურ შემოსავალსაც მიიღებს და ქალაქსაც ახალი ფუნქცია შეემატება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.





Print