ახალი ამბები
ბაღდათის საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება
FaceBook
ბაღდათის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების ვადამ გადაიწია. აღმზრდელობით დაწესებულებებში სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება.
ბაღდათის ააიპ "ბაგა-ბაღების" გაერთიანების ხელმძღვანელი, თამილა ფაიქიძე ამბობს, რომ სწავლის დაწყების დაგვიანების მიზეზი მოსამზადებელი სამუშაოები გახდა, თუმცა, რა კონკრეტულ სამუშაოს გულისხმობს, ააიპის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.

"ერთხელ უკვე ვისაუბრე ამაზე და ერთი და იგივეს გამეორება არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს" , - განაცხადა თამილა ფაიქიძემ.

სასწავლო პროცესი უკვე განახლდა ქუთაისის 37-ე ბაგა-ბაღში. წელს აღმზრდელობით დაწესებულებაში 1000-ზე მეტი მოზარდი მივიდა.

სწავლა უკვე დაიწყო  საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.  

Print