ახალი ამბები
ქუთაისში წყალტუბოს ბაღებში მოწამლული კიდევ ექვსი მოზარდი გადმოიყვანეს
FaceBook
წყალტუბოს საბავშვო ბაღებიდან ინტოქსიკაციით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოდევ ექვსი აღსაზრდელი გადმოიყვანეს.
ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 10 ბავშვი მკურნალობს.

საავადმყოფოს ექიმის ნუგზარ მაღლაკელიძის ინფორმაციით, ყველა მოზარდს შიგელოზის დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ბავშვების მკრუნალი ექიმი ამბობს, მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.

მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგეტო იკვლევს.საბოლოო დასკვნის მიღებამდე კი ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
წყალტუბოს საბავშვო ბაღებში 32 აღსაზრდელი, 22 სექტემბერს სავარაუდოდ, საკვებით, მოიწამლა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
Print