ახალი ამბები
25 სექტემბერს, ქუთაისში, გერმანული ჯგუფი ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს
FaceBook
25 სექტემბერს, გერმანული როკ ჯგუფი "Brainwashed" ქუთაისში ნარკომანიის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს.
კონცერტი კიკვიძის სკვერში  19:00 საათზე ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

ჯგუფი  „Brainwashed" ახალგაზრდული მოძრაობა  „Brainwashed"-სთან ერთად კონცერტებს გამართავს წყალტუბოში, ხონსა და ჭიათურაში.

გერმანული როკ ჯგუფი ძირითადად ბერლინში მოღვაწეობს, თუმცა ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აწყობს. "Brainwashed" აქტიურ სოციალურ საქმიანობას ეწევა გერმანიაში, რაც გამოიხატება ბერლინის "ქუჩის ბავშვებთან" მუშაობაში. ეს პროექტი არაერთხელ დაჯილდოებულა, რის გამოც იგი ცნობილია არა მხოლოდ ბერლინში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

Print