ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 და 25 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუდება. 

სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ  28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს. 

"ღამით და დღის პირველ ნახევარში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

25 სექტემბრის დღის ბოლოს საღამოს საათებიდან 27-ის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია ელ-ჭექი, ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 10 გრადუსით. 

28 სექტემბრიდან რამდენიმე დღე გამოიდარებს.
Print