ახალი ამბები
ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დასრულდა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდა.
ფესივალი ერტი კვორა გაგერძელდა. მასში მონაწილეობა ბევრმა ცნობილმა  ქართველმა და უცხოელმან შემსრულებელმა მიიღო.  იგი მოიცავდა როგორც საოპერო სპექტაკლების ჩვენებას, ასევე მასტერკლასებსაც. იგი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტმა რაულ მელომ და საქართველოს სახლახო არტისტმა ალექსანდრე ხომერიკმა გამართეს.

რაულ მელომ დასკვნით კონცერტზეც იმღერა. 


საგანგებოდ ფესტივალის ფინალური დღისთვის დიდი თეატრის სოლისტი ვლადისლავ პიავკო ჩამოვიდა, რომელიც 32 წლის წინ, საოპერო ვარსკვლავებთან ერთად, ქუთაისში საოპერო ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და დამფუძნებელი იყო. გალა კონცერტზე ჩამოვიდა ქართველი სოპრანო თამარ ივერიც. დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ: ნიუ-იორკელი პერფორმერი და ტენორი, რაულ მელო, დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ კირეევი, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს აკადემიური მუსიკალური თეატრის სოლისტები ლარისა ანდრეევა და მარია პახარი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტტი სულხან გველესიანი, ფინალურ კონცეტში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისსა და ბალეტის თეატრის წარმომადგენლები, ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდი. ორკესტრს დირიჟორობდნენ რევაზ ჯავახიშვილი და ლევან ჯაგაევი.



ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ, ფონდ "მსოფლიო ტალანტების" დამფუძნებელ, დავით ღვინიანიძე და ქუთაისის მერია.

ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი 16 სექტემბერს ლეონკავალოს "ჯამბაზებით" გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა იხილა სამი სპექტაკლი, ერთი კამერულ-ვოკალური მუსიკის კონცერტი, 2 მასტერკლასი.


Print