ახალი ამბები
"უბნის ხელოვნება" - არტ პერფომანსი ქუთაისში
FaceBook
"უბნის ხელოვნება" - ასე ჰქვია მოძრაობას, რომელიც ქუთაისში ყოველი წლის შემოდგომაზე პერფომანსს მართავს.

მიმდინარე წელს ღონისძიება მესამედ იმართება და ის 4 დღე გასტანს.

"უბნის ხელოვნების" ორგანიზატორის განმარტებით, პერფომანსის მოწყობის იდეა, ხელოვანი ადამიანების პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობაა.

"ამ მოძრაობის იდეაა კონკრეტულ უბნებში ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც გარე სამყაროსთვის არ არსებობენ, მაგრამ მუშაობენ. გამოგვაქვს მათი ნამუშევრები და ის ხალხი, ვისი ნამუშევარიც გამოვიტანეთ, გააქტიურდნენ, როცა საერთოდ მუშაობის შეწყვეტას აპირებდნენ," - ამბობს არტ პერფომანსის ორგანიზატორი, ხვიჩა დოღონაძე.

პერფომანსი "უბნის ხელოვნება" წელს ღვინის გალერეა "საწნახელში" სამი ქუთაისელი მხატვრის, ბადრი გეწაძის, მამუკა ჯალაღანიას და ხვიჩა ჯოხაძის ნამუშევრების გამოფენით დაიწყო.

ღონისძიებათა ციკლი ქალაქის ცენტრალურ უბანში გადმოინაცვლებს. რუსთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერში დამთვალიერებელი ასევე, ქუთაისელი მხატვრების, ავთო აბესაძის, თორნიკე კოხრეიძის, ელგუჯა ბერიშვილის და უტა მეტრეველის ნახატების ნახვის შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში ექნებათ.

პერფომანსის ფარგლებში ფოტოგრაფების, გელა ღაჭავასა, ვარლამ ფესტვენიძის, მერაბ ამაღლობელისა და ლაშა გაბუნიას ნამუშევრების გამოფენაც იგეგმება. ასევე, მაყურებელი ანი კერესელიძის საავტორო ფილმსაც იხილავს.

"უბნის ხელოვნების" არტ ღონისძიებებში ჩართული არიან ქუთაისური ჯგუფები "პორტრეტი", "ანარეკლი" და "ზეგ", რომელთა ცოცხალ შესრულებას მაყურებელი ორი დღის განმავლობაში
Print