ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები თბილისში პარლამენტის გადატანას ეწინააღმდეგებიან
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ქუთაისიდან თბილისში პარალამენტის გადატანას არ ემხრობიან. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ამბობენ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. 

"ვარ წინააღმდეგი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე. სამწუხაროდ, უმცირესობაში ვარ. ამასთან დაკავშირებით მქონია საუბარი უმრავლესობის წევრებთან, მაგრამ  ჩვენი ხმების უმრავლესობის ხმებმა გადაწონა", - გვითხრა ქუთაისის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა  ნარჩემაშვილმა.

ანალოგიური პოზიცია აქვს მეორე  მაჟორიტარ დეპუტატს, დიმიტრი მხეიძესაც. ის ამბობს, რომ ქუთაისში პარლამენტი მანამდე უნდა ყოფილიყო, ვიდრე ქალაქს სხვა ფუნქცია არ მიეცემოდა. 

"მე,  როგორც ქუთაისის დეპუტატი ვერ დავუჭერ მხარს ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას", - ამბობს ქალაქის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება. 


ამავე თემაზე:

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა

ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი"

Print