ახალი ამბები
საია: "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის მიმართ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში ჩხუბის დროს ქუთაისიპოსტის ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტს, საია ეხმაურება.

"მიგვაჩნია, რომ "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის მიმართ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან", -  ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია, ასევე, მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს უარი თქვან ძალადობაზე.

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში ურტყამდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა" სახის არეში დაზიანებები მიიღო. საკრებულოს სხდომას საიას დამკვირვებელიც ესწრებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში ხელჩართული ჩხუბის დროს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის, ლანა კოკაიას კამერას ხელს აფარებდა, რათა მას ჩხუბის ამსახველი კადრები არ გადაეღო. მანამდე კი საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ოთარ ლორთქიფანიძე შეეცადა, ჟურნალისტები სხდომათა დარბაზიდან არ გამოეშვა


ამავე თემაზე:

საკრებულოში "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს (ვიდეო)
Print