ახალი ამბები
ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი"
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაცია ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ეხმაურება. პარტიის წევრის გიგა შუშანიას თქმით, ეს არის მომაკვდინებელი გადაწყვეტილება ქალაქისთვის

შუშანია ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი. 

"ეს გადაწყვეტილება დაასამარებს ქუთაისს, როგორც ქალაქს. საპარლამენტო და საგანმანათლებლო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების ქალაქი, ხვალ კი გვპირდებიან, რომ ეს იქნება პოლიციელების სავარჯიშო პოლიგონი. მივუწოდებთ ქალაქის მერს, საკრებულოს, მაჟორიტარ დეპუტატებს, გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი. ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველამ ხმა უნდა ამოიღოს", - ამბობს გიგა შუშანია.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმეტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.

ამავე თემაზე:

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა



Print